• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდია
07.10.2020

 

 

 

 


 

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის ქ-ნ ნანა შარიქაძის ბრძანებით  ეთნომუსიკოლოგიისა და  საეკლესიო მუსიკოლოგიის სპეციალობის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის    გამოცხადდა  კონკურსი, ფონდი ,,ქართული გალობის"  მიერ დაწესებული  ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური ერთჯერადი სტიპენდიის  (1000 ლარი) მისაღებად.


სტიპენდია გადაეცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებიდან  ერთ საუკეთესო სტუდენტს, რომელსაც 2019-20 სასწავლო წელს მაღალი აკადემიური მოსწრება/აქტიური სამეცნიერო ცხოვრება ჰქონდათ.
კონკურსანტი შესაძლებელია იყოს 2020 წლის კურსდამთავრებული, აქტიური ან შეჩერებული სტატუსის მქონე;  მას  შესაძლებელია,  2019-20 სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი და შესაბამისად, შერჩევა მოხდეს მხოლოდ სამეცნიერო აქტივობის შეფასებით;  დასაშვებია  კონკურსში მონაწილეობა მიიღოს წინა წლის/წლების სტიპენდიანტმა.
 
სტიპენდიის მიღების მსურველებმა, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ელექტრონულ ფოსტაზე   compose-theory@tsc.edu.ge   უნდა გამოაგზავნონ:

ბოლო ერთი წლის  (2019-20 სასწავლო წელი) აკადემიური მოსწრებისა და და სამეცნიერო აქტივობის დამადასტურებელ საბუთები:

1.    აკადემიური მოსწრების საბუთი (ნიშნები)
2.    სამეცნიერო აქტივობის ჩამონათვალი
3.    სამეცნიერო აქტივობის დამადასტურებელი საბუთების ქსეროასლები - გამოქვეყნებული სტატიები, ჟურნალ-გაზეთების სატიტულო გვერდების ქსეროასლები, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის დამადასტურებელი პროგრამები, ექსპედიციების ხელმძღვანელების წერილობითი დასტური მონაწილეობასთან დაკავშირებით.
 
საბუთებს განიხილავს კომისია და საუკეთესო მონაცემების მქონე  ერთ კანდიდატს დაენიშნება ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდია.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები  კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე compose-theory@tsc.edu.ge 2020 წლის  10 ოქტომბრის 24 საათამდე უნდა გამოაგზავნონ.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2021

CREATED BY  PRO-SERVICE