ფონოტეკის კაბინეტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებისთანავე, 1917 წელს გაიხსნა. წლების მანძილზე მუსიკალური ჩანაწერები მხოლოდ მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ინახებოდა, 90-იანი წლების ბოლოდან კი დაიწყო ძველი ფირსაკრავებიდან მთელი ხმოვანი მასალის გადატანა კომპაქტ-დისკებზე.

2002 წელს ფონოტეკის ძირეული რეორგანიზაცია მოხდა. შეიცვალა მისი ტერიტორიული განთავსების პირობები, ტექნიკური აღჭურვილობა.

ამჟამად ფონოტეკა სამ კაბინეტს მოიცავს: მოსასმენ დარბაზს, რომელშიც 12 კაბინაა დამონტაჟებული, მუსიკალური ჩანაწერების საცავს და აუდიო ჩამწერ სტუდიას, სადაც წარმოებს საარქივო ჩანაწერების გადატანა კომპაქტ-დისკებზე.

ფონოტეკა აღჭურვილია კომპიუტერებით, აუდიო და ვიდეოაპარატურით, ტელევიზორით, DVD პლეერებით.

ამჟამად ჩანაწერთა საცავში უკვე 3000-მდე კომპაქტ-დისკი არსებობს. აქედან 300-მდე დისკზე ქართული პროფესიული და ხალხური მუსიკის ნიმუშებია ჩაწერილი, ხოლო დანარჩენი 2500-მდე დისკი კი დასავლეთ ევროპის, ამერიკის, რუსული, აღმოსავლური და მრავალი სხვა მუსიკალური კულტურის ნიმუშებს წარმოადგენს. ჩანაწერები სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის ნაწარმოებებს მოიცავს: შუასაუკუნეების მუსიკალური კულტურის ნიმუშებით დაწყებული XX-XXI საუკუნეების უახლესი მუსიკალური ნაწარმოებებით დამთავრებული.

ფონოტეკის ჩანაწერთა ფონდის შევსებაში დიდი წვლილი მიუძღვით კონსერვატორიის მეგობრებს - ქალბატონ ელისაბედ გასტს, ბატონ მარკ მალკოვიჩ III-ეს, ი.ბარდანაშვილს, გია ყანჩელს და გასტროლებსა და მასტერკლასებზე ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს.

 

ფონოტეკის მომსახურე პერსონალი:

კაბინეტის გამგე - ლია ნაცვლიშვილი

ლაბორანტები  -   თამარ ხაზარაძე,  ბელა ოხანაშვილი

 

კონტაქტები:

ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 10 - 18:30 სთ.
ელ-ფოსტა: phonoteque@conservatoire.edu.ge

სამშაბათი
28.03
19:00
მცირე დარბაზი
Ensemble Modern
ხუთშაბათი
30.03
19:00
დიდი დარბაზი
კონსერვატორიის საოპერო სტუდია - გ.დონიცეტი "სიყვარულის ნექტა
ხუთშაბათი
30.03
19:00
მცირე დარბაზი
კამერული მუსიკის საღამო
პარასკევი
31.03
18:00
Recital Hall
კამერული მუსიკის კონცერტი
შაბათი
01.04
19:00
დიდი დარბაზი
საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი Georgian Sinfoniett
ორშაბათი
03.04
18:00
მცირე დარბაზი
კონცერტი ეძღვნება თემურ მათურელის ხსოვნას
სამშაბათი
04.04
19:00
დიდი დარბაზი
თანამედროვე მუსიკის ანსამბლი - Georgia Modern
პარასკევი
07.04
16:00
დიდი დარბაზი
„მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ - წამყვანი ნინო ჟვანია