კონსერვატორიის საერთშორისო ურთიერთობების სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა, საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინტეგრაცია, სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციუი პერსონალის მობილობის გაზრდა, რეგიონული პარტნიორობის გაძლიერება, სხვადასხვა თემატურ სამუშო ჯგუფებსა და გაერთიანებებში თსკ-ს აკადემიური პეროსონალის ჩართვა და პოზიციონირება.

 

თსკ სტრატეგიული მიზნის მიღეწევას ცდილობს ისეთ საერთაშორისო პროგრამებში ჩართვით როგორიცაა Erasmus+credit mobility program და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები. 2015 წელს თსკ გახდა Erasmus-ის ოჯახის წევრი; თსკ-ს გააჩნია Erasmus-ის PIC ნომერი და 2015 წლიდან აქტიურად იყენებს ერასმუსის პროგრამის მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რაც მოიცავს სტუდენტთა და აკადემირური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის და კვლევის მიმართულებებს. 2017 წლისთვის თსკ Erasmus პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს 12 ევროპული ქვეყნის 14 უმაღლეს სასწავლებელთან. ერასმუსის პროგრამის გარდა, თსკ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის, სკანდინავიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების 20-მდე უმაღლეს სასწავლებელთან. ეს თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კონცერტებს, სხვადასხვა კრეატიულ აქტივობებს, ტრენინგებს და სხვ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, N225

Tel/Fax:+995 32 298 71 86

email: inter@conservatoire.edu.ge

 

 

!!! FAQ on Visa Free Regime