კომპოზიციისა  და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა.

 

ბაკალავრიატის საფეხურზე:
კომპოზიცია, მუსიკის თეორია,  მუსიკა და დღევანდელობა თავის ქვესპეციალობებით: მუსიკის ტექნოლოგია, მუსიკის ჟურნალისტიკა, მუსიკის მენეჯმენტი.

 

მაგისტრატურის საფეხურზე:
კომპოზიცია, მუსიკისმცოდნეობა თავის  ქვესპეციალობებით: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია

 

დოქტორანტურის საფეხურზე:
კომპოზიცია, სამუსიკისმცოდნეო კვლევები ქვესპეციალობებით: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია

 

 

ჩამოთვლილ სპეციალობებს თავისი ისტორია გააჩნია. კომპოზიციის, მუსიკის თეორიისა და ისტორიის, ხალხური შემოქმედებისა და საეკლესიო მუსიკის კლასები კონსერვატორიის დაარსების დღიდან ფუნქციონირებდნენ. სულ მალე ამ კლასების ბაზაზე შესაბამისი კათედრები და კაბინეტები ჩამოყალიბდა: კომპოზიციის კათედრა (გამგე ს. ბარხუდარიანი), ქართული ხალხური მუსიკის კაბინეტი (გამგე ზ. ფალიაშვილი), ისტორიულ-თეორიული კათედრა (ა. რაბინოვიჩი).


რაც შეეხება საეკლესიო მუსიკის კლასს, რომელსაც 20-იანი წლების დასაწყისში დ.არაყიშვილი უძღვებოდა, ობიექტური მიზეზების გამო იგი მალე გაუქმდა. 30-იან წლებში კონსერვატორიაში ნაყოფიერ მოღვაწეობა დაიწყეს ფოლკლორისტმა გ.ჩხიკვაძემ, თეორეტიკოსმა შ.ასლანიშვილმა, ისტორიკოსებმა ვ.დონაძემ და პ.ხუჭუამ, კომპოზიტორებმა შ. მშველიძემ და ა.ბალკანჩივაძემ, რომლებმაც მყარი საძირკველი ჩაუყარეს ქართულ მუსიკალურ მეცნიერებას, ფოლკლორისტიკას, საკომპოზიტორო სკოლას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პარასკევი
24.11
19:00
მცირე დარბაზი
ქართული კამერული მუსიკის პანორამა
შაბათი
25.11
18:00
მცირე დარბაზი
პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო
შაბათი
25.11
19:00
დიდი დარბაზი
თბილისის სახ. კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი
კვირა
26.11
19:00
დიდი დარბაზი
გულიკო კარიაული - 70
სამშაბათი
28.11
18:00
მცირე დარბაზი
კამერული მუსიკის კონცერტი - ეძღვნევა კ.ვარდელის ხსოვნას
ოთხშაბათი
29.11
18:00
მცირე დარბაზი
ლისტის მუსიკის აკადემიის და თბილისის სახ. კონსერვატორიის პრო
ხუთშაბათი
30.11
19:30
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო - ალექსანდრე ცომაია