აბიტურიენტებმა  რეგისტრაციისას  უნდა  შემოიტანონ  შემდეგი  საბუთები:

 

•    განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე);
•    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის / უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი (საბუთების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ ბაკალავრებს, ვისაც  გავლილი აქვს სამუსიკო-საგანმანათლებლო პროგრამა);
•    საგამოცდო პროგრამის ნუსხა ორ ენაზე /ქართული, ინგლისური/ ამობეჭდილი და ელექტრონული სახით /CD/ (მხოლოდ საშემსრულებლო პროგრამაზე);
•    გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი - დედანი (მხოლოდ კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის პროგრამებზე);
•    საქართველოს მოქალაქის  პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
•    3 ფოტოსურათი (3X4-ზე) ელექტრონული (დისკზე) და ამობეჭდილი სახით;
•    გამოცდების საფასურის (20 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.

შენიშვნა: სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში აბიტურიენტი აბარებს კოლოკვიუმს მის მიერ არჩეული სპეციალობის/პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. კოლოკვიუმის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება მისი დაშვება სპეციალობის გამოცდაზე.

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10