ჩვენ შესახებ

ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია-თერთმეტწლედში სწავლობენ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამორჩეული ბავშვები. სპეციალურად მათთვის იმავე შენობაში გახსნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ა.ა.ი.პ "ჩვენი სკოლა". თითოეულ კლასში ირიცხება 15 მოსწავლე.

 

მიზანი

სკოლის მიზანია ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და მათი პროფესიული ორიენტაცია ადრეული ასაკიდან. 

 

განყოფილებები

სემინარიაში ბავშვები სწავლობენ საშემსრულებლო (საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი), საგუნდო-სადირიჟორო, მუსიკის თეორიის და ისტორიის, კომპოზიციის სპეციალობებზე.

 

  

 

სწავლება

სამუსიკო სემინარიაში ბავშვები ეუფლებიან კლასიკური მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებს, საშემსრულებლო ოსტატობის და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს.

ყოველ წელს, სემესტრების მიწურულს, სემინარიის მოსწავლეები შესარჩევი მოსმენის შედეგად, მონაწილეობენ საჩვენებელ კონცერტებში, რომლებიც დედაქალაქის და რეგიონების სხვადასხვა დარბაზებში იმართება. კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში,
სემინარიის მოსწავლეები სხვადასხვა რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის, პირველი ადგილის მფლობელები, ვარსკვლავები და ლაურეატები არიან.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ა.ა.ი.პ "ჩვენი სკოლა" ყველა საგანი ისწავლება განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების შესაბამისად.

ბავშვები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ჰუმანიტარულ, ტექნიკურ თუ საბუნებისმეტყველო საგნობრივ ოლიმპიადებში. სწავლება სკოლასა და სემინარიაში ურთიერთთავსებადი ცხრილით ხორციელდება. ეს ზოგავს დროს და ხელს უწყობს უკეთესი შედეგის მიღწევას.

ასეთ პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი განაპირობებს იმ საბაზისო ცოდნისა და უნარ - ჩვევების გამომუშავებას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კურსდამთავრებულის კონსერვატორიასა, ან სხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.

სამუსიკო სემინარიაში სწავლა უფასოა, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის საფასური წელიწადში 2500 ლარია

 

გარემო

სამუსიკო სემინარია და "ჩვენი სკოლა" განთავსებულია კეთილმოწყობილ, სამსართულიან შენობაში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე. სემინარიას აქვს დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზი, რომელშიც ტარდება დახურული და ღია კონცერტები, მუსიკალური და ზოგადი საგნებისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები, თემატური საღამოები, შეხვედრა-კონცერტები, კონსერვატორიის პედაგოგებისა და უცხოელი მუსიკოსების მასტერკლასები.

სემინარიას ასევე აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, ვიდეო და აუდიოთეკა - კონცერტების, საოპერო დადგმების უნიკალური ჩანაწერებით.

სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული დღის კლასები და სასადილო.

 

პედაგოგები

სპეციალურ მუსიკალურ საგნებს სემინარიაში კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და ახალგაზრდა პედაგოგები ასწავლიან.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ა.ა.ი.პ "ჩვენი სკოლაში’’ პედაგოგიური კადრები დაკომპლექტებულია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მაღალკვალიფიციური პედაგოგებისაგან.

 

პროექტი "პანსიონი"

2012 სასწავლო წლიდან სამუსიკო სემინარიაში და ა.ა.ი.პ. "ჩვენს სკოლაში" თბილისელ მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ის ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ მუსიკალური სკოლა ან სახელოვნებო სკოლა მუსიკის განხრით. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით მათ საშუალება აქვთ უფასოდ იცხოვრონ თბილისში და მიიღონ ასევე უფასო მუსიკალური და ზოგადი განათლება. პროექტის ფარგლებში ბავშვები ცხოვრებენ საგანგებოდ შერჩეულ ოჯახებში, უპირატესობა ენიჭებათ პროფესიონალი მუსიკოსის ოჯახებს.

"პანსიონის" პროგრამით სემინარიაში ბავშვები სწავლობენ ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, ვანიდან, ხაშურიდან, ნიქოზიდან, თელავიდან, ლაგოდეხიდან, რუსთავიდან, სიღნაღიდან.

ამ წლების მანძილზე, "პანსიონის" პროგრამით უკვე 11 მოსწავლემ დაამთავრა სემინარია და ყველა  კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. მათ შორის რამდენიმე უკვე მუშაობს სხვადასხვა ორკესტრში, ზოგი კი კონსერვატორიის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ აგრძელებს პროფესიის დაუფლებას

 

 

ოთხშაბათი
22.05
18:00
მცირე დარბაზი
ვიკალური მუსიკის კონცერტი
ხუთშაბათი
23.05
15:00
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო - ელენე ვახანია
ხუთშაბათი
23.05
18:00
მცირე დარბაზი
ვოკალური მუსიკის კონცერტი
ხუთშაბათი
23.05
19:00
დიდი დარბაზი
ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეთა კონცერტი
პარასკევი
24.05
15:00
მცირე დარბაზი
ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის კონცერტი
პარასკევი
24.05
18:00
მცირე დარბაზი
ვოკალური მუსიკის კონცერტი - დავით პატარიძე
შაბათი
25.05
18:00
მცირე დარბაზი
ვოკალური მუსიკის კონცერტი
კვირა
26.05
18:00
მცირე დარბაზი
კონცერტი - რეზო მარშანია