თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში
უცხოეთის მოქალაქეების ჩარიცხვის წესი


  1. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე უცხოეთის მოქალაქეები ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა  რაოდენობის ფარგლებში, არსებულ ვაკანტურ ადგილებზე.

  2. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესიულ, საბაკალვრო, სამაგისტრო და  სადოქტორო პროგრამებზე უცხოეთის მოქალაქეები ჩაირიცხებიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ დადგენილი წესის - შემოქმედებითი ტურის შედეგების საფუძველზე.

  3. შემოქმედებითი ტური ითვალისწინებს ცოდნის და შემოქმედებითი უნარების შემოწმების 2 ფორმას: ა) შემოწმებას სპეციალურ დისციპლინაში და ბ) კანდიდატთან გასაუბრებას. სპეციალური დისციპლინაში შემოწმების და გასაუბრების ფორმატი განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.

  4. შემოქმედებით ტურში მიღებული შეფასება ითვლება დადებითად, თუ კანდიდატმა შემოწმების თითოეულ ფორმაში მიიღო შეფასება 51-100 ქულამდე.

  5. დადებითი ქულის მქონე კანდიდატების თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელების თაობაზე რექტორი ადგენს თანხმობის წერილს, რომელიც იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

  6. უცხოელი სტუდენტების თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად.

  7. სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეადგენს:

 

  • ბაკალავრიატი - 3000 ევრო
  • მაგისტრატურა - 4000 ევრო
  • დოქტორანტურა - 5000 ევრო
  • პროფესიული პროგრამები - 1500 ევრო.