1952 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიაში მესამედ, 1924 და 1936 წლების შემდეგ, გაიხსნა საოპერო სტუდია, რომელიც არის ვოკალურ-სცენური ოსტატობის სკოლა კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
საოპერო სტუდიაში წლების მანძილზე აღიზარდნენ საუკეთესო ვოკალურ-საშემსრულებლო და სამსახიობო მონაცემების მქონე ნიჭიერი მომღერლები, რომლებიც დღეს მთელს მსოფლიოში მოღვაწეობენ და სახელს უხვეჭენ, როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე იმ ვოკალურ სკოლასაც, რომელმაც განაპირობა მათი მაღალი რანგის პროფესიონალებად ჩამოყალიბება.

 


საოპერო სტუდიის ”კურსგავლილ” მომღერალთა შორის არიან: ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, თენგიზ მუშკუდიანი, მედეა ამირანაშვილი, ლამარა ჭყონია, თეიმურაზ გუგუშვილი, პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, თამარ ივერი (ჯავახიშვილი), ლიზა მარტიროსიანი, ალა სიმონიშვილი, ნინო მაჩაიძე, ნინო სურგულაძე, გია ონიანი,  მამუკა ლომიძე, ქეთევან ქემოკლიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, ანიტა რაჭველიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, მიხეილ ქირია, სოფიო მჭედლიშვილი, გოჩა აბულაძე და სხვ.

 

ახალგაზრდა ვოკალისტ-შემსრულებელთა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით: გამოჩენილ ქართველ დირიჟორს, კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს გრიგოლ კილაძეს, დირიჟორებს: ზაქარია ხუროძეს, დიდიმ მირცხულავას, რევაზ ტაკიძეს, გ. აზმაიფარაშვილს, ნ. ჭიაურელს, ზაზა აზმაიფარაშვილს, გოგი ჭიჭინაძეს; სამსახიობო ოსტატობის დაუფლებაში უდიდესია რეჟისორების ნოდარ ჯაფარიძის, გივი გაჩეჩილაძის, მაია გაჩეჩილაძის, ზაზა აღლაძის და ლელა გვარიშვილის როლი.

 

კონსერვატორიის საოპერო სტუდიის რეპერტუარი მრავალფეროვანია. სხვადასხვა წლებში აქ დაიდგა შემდეგი ოპერები: ზ. ფალიაშვილის ”აბესალომ და ეთერი”, ”დაისი”,ო. თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული“,კ. ორფის „ჭკვიანი ქალბატონი“, პ. ჩაიკოვსკის ”ევგენი ონეგინი” და ”იოლანტა”, შ. გუნოს ”ფაუსტი”, ნ. რიმსკი-კორსაკოვის ”ვერა შელოგა”, ს. რახმანინოვის ”ალეკო”, ქ.ვ. გლუკის ”ორფევსი და ევრიდიკე”, ვ.ა. მოცარტის ”ბასტიენი და ბასტიენა”, ”ჯადოსნური ფლეიტა” და ”ფიგაროს ქორწინება”, ჯ.ბ. პერგოლეზის ”მოახლე ქალბატონო”, ჯ. ვერდის ”რიგოლეტო” და ”ტრავიატა”, ჯ. როსინის ”სევილიელი დალაქი”, გ. დონიცეტის ”დონ პასკუალე”, „სიყვარულის ნექტარი“,ჯ.პუჩინის „ბოჰემა“, ჯ.ბიზეს „ კარმენი“.

 

განსაკუთრებულ ფაქტად კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მატიანეში უნდა ჩაითვალოს ქართულ ენაზე ოპერების - დ. ჩიმაროზას ”საიდუმლო ქორწინების”, ჯ. ვერდის ”აიდასა” და რ. ლეონკავალოს ”ჯამბაზების” დადგმა გამოჩენილი რეჟისორების კ. მარჯანიშვილისა და ს. ახმეტელის სცენური ინტერპრეტაციით.
11 წლიანი პაუზისა და ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ (1989-2000 წწ.), კონსერვატორიაში შესაძლებელი გახდა საოპერო სტუდიის მთელი ძალით ამუშავება. საოპერო სტუდიას უკვე აქვს უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით აგებული საკუთარი სარეპეტიციო დარბაზი, აუდიტორიები, სადაც სტუდენტები ინტენსიურად ეუფლებიან საოპერო მომზადების ხელოვნებას. სპექტაკლების სცენური განხორცილება ხდება წელიწადში ორჯერ (ნოემბრისა და მარტის თვეებში) სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე.


2000 წლიდან დღემდე შესაძლებელი გახდა მთელი რიგი პროექტების განხორციელება: კონსერვა¬ტო¬რი¬ისა და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი გ.ფ. ჰენდელის ”ამადიჯი” (2003, რომლის დამდგმელი რეჟისორი და დირიჟორი გახლდათ ვერენა და კორნელია ფონ კერსენბროკები), კონსერვატორიისა და ”ბრითიშ ამერიკან ტობაკოს”, ექსიმ-ბანკის ერთობლივი პროექტი გ. დონიცეტის ”დონ პასკუალე” (2004). კონსერვატორიისა და იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი პროექტი ჯ. როსინის ”სევილიელი დალაქი” (2005).აგრეთვე კონსერვატორიისა და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ერთობლივი პროექტი „საოპერო სტუდია ოპერის თეატრში“, სადაც გაიმართა ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“ და ჯ. ვერდის „ტრავიატა“.

 

საოპერო სტუდიას მჭიდრო კონტაქტი აკავშირებს რუსთავის დრამატულ თეატრთან, სადაც ჩატარებული აქვს შემდეგი სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილის „დაისი“, ვ.ა. მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ და გ. დონიცეტის „ დონ პასკუალე“. აგრეთვე  ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც წარმოდგენილი იყო გ. დონიცეტის „ დონ პასკუალე“, „სიყვარულის ნექტარი“ და ვ.ა. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“.

 

 

 

საოპერო სტუდიის მომსახურე პერსონალი:

 

სოლისტები:
გოჩა დათუსანი (ბანი)
ირაკლი მურჯიკნელი (ტენორი)
არმაზ დარაშვილი (ტენორი)
ზაალ ხელაია (ბარიტონი)

 

საოპერო სტუდიის გუნდი
გუნდის ლოტბარი: მიხეილ ედიშერაშვილი

 

საოპერო სტუდიის ორკესტრი

 

მხატვარი: ნეიკო ნეიძე
გამნათებელი: სერგეი ვარპეტიანი

 

სცენის მთავარი მემანქანე: ალეკო ჯოჯუა
გარდერობის გამგე: ირინა კუზნეცოვა
ჩამცმელი: მადონა კორძაძე
ჩამცმელი: ნანა სილაგაძე
გრიმიორი: ნათელა ჭელიძე

 

საოპერო სტუდიის მენეჯერი: ირინა რამიშვილი
კონტაქტები:
ტელეფონი: (+995 32) 293 52 30

პარასკევი
24.11
19:00
მცირე დარბაზი
ქართული კამერული მუსიკის პანორამა
შაბათი
25.11
18:00
მცირე დარბაზი
პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო
შაბათი
25.11
19:00
დიდი დარბაზი
თბილისის სახ. კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი
კვირა
26.11
19:00
დიდი დარბაზი
გულიკო კარიაული - 70
სამშაბათი
28.11
18:00
მცირე დარბაზი
კამერული მუსიკის კონცერტი - ეძღვნევა კ.ვარდელის ხსოვნას
ოთხშაბათი
29.11
18:00
მცირე დარბაზი
ლისტის მუსიკის აკადემიის და თბილისის სახ. კონსერვატორიის პრო
ხუთშაბათი
30.11
19:30
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო - ალექსანდრე ცომაია