1935 წელს საგუნდო-სადირიჟორო კათედრის ჩამოყალიბებასთან ერთად კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი შეიქმნა.სტუდენტური გუნდი არის სასწავლო-შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც მომავალი ქორმაისტერები იძენენ დირიჟორისათვის აუცილებელ თვისებებს, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და საშემსრულებლო კულტურას.


სხვადასხვა წლებში გუნდს ხელმძღვანელობდნენ კათედრის წამყვანი პედაგოგები: გ. ხახანაშვილი, ნ. შარაბიძე, ვ. ფალიაშვილი, მ. ჩიკაშუა, დ. კვაჭანტირაძე, ა. კავსაძე, გ. მუნჯიშვილი, გ. ბოლაშვილი, დ. ბალანჩივაძე, ლ. ლომიაშვილი, შ. მოსიძე, თ. სანაია, ა. რევიშვილი, ბ. ძნელაძე.


სწავლების ორსაფეხურიან სისტემაზე გა­დას­ვლასთან დაკავშირებით გაიმიჯნა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის გუნდები. ამჟამად ბაკალავრიატის სტუდენტთა გუნდის ხელმძღვანელებია ლ. ჭონიშვილი და ა. უშვერიძე, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტთა გუნდს სათავეში უდგას პროფესორი შალვა მოსიძე.


გუნდთან სხვადასხვა დროს მასტერკლასები ჩაატარეს ცნობილმა ქორმაისტერებმა იან დუმინმა, ბორის პევზნერმა და სხვ.


სტუდენტური გუნდი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. მონაწილეობს, როგორც საქართველოში ჩატარებულ საგუნდო მუსიკის კონცერტებში, ფესტივალებში და კონსერვატორიის ყოველწლიურ საანგარიშო კონცერტებში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. 2002 წელს კონსერვატორიის სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ქ. გუტიმლინგის (გერმანია) საერთაშორისო ფესტივალში (ვერდის ოპერა ”ოტელო”).


სტუდენტური გუნდის რეპერტუარშია: გ.ფ.ჰენდელის ”ამადიჯი”, ი.ს. ბახის კანტატები, მაგნიფიკატი რე მაჟორი, ვ.ა. მოცარტის, ა. ბრუკნერის, კ. სენ-სანსის. გ. ფორეს რეკვიემები, ფ. ლისტის ”საკორონაციო მესა”, კ. ორფის ”კარმინა ბურანა”, ფ. პულენკის ”გლორია”, დ. შოსტაკოვიჩის ”სიმღერა ტყეებზე”, გ. სვირიდოვის ”პათეტიკური ორატორია”, ”ესენინის ხსოვნას”, ა. ჩიმაკაძის ”ქართლის გული”, ა. მაჭავარიანის ”ჩემი სამშობლოს დღე”, ო. თაქთაქიშვილის ”რუსთაველის ნაკვალევზე” და ”ნიკოლოზ ბარათაშვილი”, ნ. სულხანიშვილის გუნდები, ი. კეჭაყმაძის საგუნდო ციკლები ა. კალანდაძის, ი. ჭავჭავაძის ლექსებზე. მრავლად არის წარმოდგენილი a cappella ნაწარმოებებიც. მათ შორის: ი. ბრამსი, ს. ტანეევი, ვ. კალინიკოვი, ტორმისი, კ. დებიუსი, მ. რაველი, ფ. პულენკი. სტუდენტური გუნდი ხშირად ასრულებს ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რაც ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის პროპაგანდას უწყობს ხელს.

სამშაბათი
19.03
18:00
მცირე დარბაზი
ტრანსკრიფციები და პარაფრაზები
ოთხშაბათი
20.03
18:00
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო
პარასკევი
22.03
18:00
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო - სალომე გოდერძიშვილი
პარასკევი
22.03
19:00
დიდი დარბაზი
გაეტანო დონიცეტი - სიყვარულის ნექტარი
სამშაბათი
26.03
18:00
მცირე დარბაზი
პროფ. ნიდარ ჟვანიას კლასის კონცერტი
კვირა
31.03
15:00
მცირე დარბაზი
სავიოლინო მუსიკის კონცერტი
შაბათი
06.04
19:30
დიდი დარბაზი
ლუკა ოქროს - ფორტეპიანო
კვირა
21.04
19:00
დიდი დარბაზი
ვიოლინო და ხმა