თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოება შეიქმნა 1948 წელს, როგორც სტუდენტთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. მის მუშაობაში, უმთავრესად მუსიკისმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული. გარდა ამისა, საზოგადოების მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტი-შემსრულებლებიც. სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოება მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებას, დამოუკიდებელი აზროვნების, დისკუსიის კულტურის ჩამოყალიბებას.

მუშაობის ძირითადი ფორმებია:

1. სტუდენტთა სამეცნიერო მოხსენებების წაკითხვა და განხილვა სხდომებზე;
2.სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა;
3.სტუდენტ-კომპოზიტორთა ნაწარმოებების მოსმენა-განხილვა;
4.ახალი აუდიო და ვიდეოჩანაწერების მოსმენა სტუდენტთა კომენტარებით;
5.სტუდენტური ძალებით კონცერტების მოწყობა, რომლებშიც მონაწილეობენ სტუდენტი-შემსრულებლებიც;
6.კულტურის მოღვაწეებთან - კომპოზიტორებთან, მწერლებთან, მხატვარებთან და ა.შ. შეხვედრები
7.დისკუსიები აქტუალურ თემებზე;
8.სხვა სახის შემოქმედებითი მუშაობა (მაგალითად, სტუდენტური გაზეთის გამოცემა, კონსერვატორიის სტუდენტების ნახატების გამოფენა და სხვ.).

სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე შერჩეული საუკეთესო მოხსენებები შემდგომ იგზავნება რესპუბლიკურ კონფერენციაზე, რომელზეც კონსერვატორიის სტუდენტებს არაერთგზის მოუპოვებიათ საპრიზო ადგილები.

კონსერვატორიის სტუდენტური ძალებით სხვადასხვა წლებში განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ჯ. პერის ”ევრიდიკესა” და დ. ლიგეტის Aventures- ს სცენური დადგმა.

სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოების ხელმძღვანელი სახავს მომავალი მუშაობის სტრატეგიას და ადგენს თემატიკას. სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოების მუშაობას წარმართავს თავმჯდომარე. ყოველწლიურად ტარდება თავმჯდომარის არჩევნები.

 

სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოების ხელმძღვანელი: მუსიკის ისტორიისა და თეორიის კათედრების ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ბოლაშვილი

სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოების თავმჯდომარე: კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტის მაგისტრატურის III კურსის სტუდენტი თეონა უგულავა.


სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოების სხდომა იმართება ყოველ სამშაბათს;

სამუშაო დრო 15:15 საათი.