თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი შეიქმნა 2005 წლის გაზაფხულზე. მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა სპეციალობის ახალგაზრდები - დირიჟორები, პიანისტები, მუსიკისმცოდნეები, ალტისტი და ერთი მოყვარული მუსიკოსი. ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელია კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეთნომუსიკისმცოდნე ნატალია ზუმბაძე.

ანსამბლის დებიუტი შედგა 2005 წლის 17 დეკემბერს, სადაც შესრულდა ”ქართული ხალხური მუსიკა ავქსენტი მეგრელიძის არქივიდან”.

ფოლკლორული ანსამბლის მიზანია საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციული რეპერტუარის შესრულება. სიმღერა და საკრავიერი ჰანგი ისწავლება საექსპედიციო ფონოჩანაწერებიდან. მთავარი შემოქმედებითი პრინციპი პირველწყაროსთან სიახლოვეა. მკაცრადაა დაცული ხალხური შემსრულებლობის ძირითადი წესები, გამოიყენება მხოლოდ ხალხური საკრავები.

ანსამბლში არ არიან ერთი და იმავე ხმებისა და ინსტრუმენტებზე მუდმივი შემსრულებლები, მხოლოდ მოცეკვავეები. ამ ანსამბლში თითოეული თავად მღერის, უკრავს ინსტრუმენტზე, და ცეკვავს.

ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, ფოლკლორულმა ანსამბლმა მოასწრო თბილისის მუსიკალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ ყოველწლიურ საშობაო ფესტივალში (2005 წ).

 

სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი:

ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულების ხელმძღვანელი ასოც.პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნატალია ზუმბაძე.