მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

 

 

 

 

 

 

 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ცხადდება გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღება.

 

 

მობილობის უფლებას მოიპოვებს აქტიური / შეჩერებული / შეწყვეტილი (არაუმეტეს 12 თვისა) სტატუსის მქონე სტუდენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ერთი წლის შემდეგ;


გარე  მობილობის  მსურველ  სტუდენტთათვის აუცილებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ-მდე დარეგისტრირება. შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება 22 აგვისტოს;


შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელ.პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ!



გარე და შიდა მობილობის  შიდასაკონსერვატორიო  ვადები:


1.    დოკუმენტების გაგზავნა ელ.ფოსტაზე  study@tsc.edu.ge  – 22–31 აგვისტო (თბილისის დროით 18:00 საათამდე);  
2.    დოკუმენტების წარდგენა  სამდივნოში (№230) –  3 სექტემბერი; 
3.    შემოქმედებითი ტურების/გასაუბრების განრიგის გამოცხადება  – 3 სექტემბერი;
4.    შემოქმედებითი ტურების / გასაუბრების ჩატარება  –  4, 5 სექტემბერი;
5.    კრედიტების აღიარება  –  6 სექტემბერი;
6.    სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  –  7 სექტემბერი;
7.    ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და  სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა  –  10-11 სექტემბერი.
გარე და შიდა მობილობის ფარგლებში მისაღები ადგილების რაოდენობა.
მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარსადგენი დოკუმენტები

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 322) 987 027,  (+995 555) 41 20 71  /12:00-დან 18:00 საათამდე/ 
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10