უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმაუნდა შემოიტანონ შემდეგი საბუთები:


• განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე);

• უცხო ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

• 3 ფოტოსურათი (ზომით 3X4);

• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი, გაცემული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;

• უცხო ქვეყნის იმ მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს განათლება საქართველოში, უნდა წარმოადგინოს მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი (ასლი) ან/და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ატესტატი (ასლი);

• ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2/C1) მხოლოდ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქისთვის, რომელსაც განათლების არც ერთი საფეხური არ აქვს გავლილი საქართველოში;

• გამოცდების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (50 ლარი);

• სავარაუდო ხელმძღვანელის / ხელმძღვანელების წერილობითი თანხმობა;

• რეფერატი დისერტაციის თემაზე (10-12 გვ.) - მათთვის, ვინც აბარებს სამუსიკისმცოდნეო კვლევების სადოქტორო პროგრამებზე; დისერტაციის გაფართოებული გეგმა (5-6 გვ.) - მათთვის, ვინც აბარებს საშემსრულებლო ხელოვნებისა და კომპოზიციის სადოქტორო პროგრამებზე; (ელექტრონული და ამობეჭდილი სახით 2 ეგზემპლიარი);

• საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე სპეციალობის შემოქმედებით ტურში მისაღებ გამოცდაზე შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი; საკონცერტო მოღვაწეობის დამადასტურებელი საბუთები (პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, პრესა და ა.შ.).

• საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე სპეციალობიდან გამომდინარე, ორი გამოცდილი მუსიკოსის რეკომენდაცია. საკონცერტმაისტერო დაოსტატების სპეციალობაზე: პიანისტი-კონცერტმაისტერისა და ვოკალისტის, ინსტრუმენტალისტის ან დირიჟორის რეკომენდაციები; კამერული ანსამბლის სპეციალობაზე: პიანისტი-ანსამბლისტისა და სოლისტის (ფორტეპიანო) ან დირიჟორის რეკომენდაციები; სოლო ფორტეპიანოს სპეციალობაზე: სოლისტისა (ფორტეპიანო) და დირიჟორის, კომპოზიტორის ან სხვა ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლის რეკომენდაციები;

• კომპოზიციის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შექმნილი ნაწარმოებების ნუსხა; სხვადასხვა შემადგენლობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ჟანრის (მათ შორის დიდი ფორმის - ოპერა, ბალეტი, კანტატა, ორატორია, ინსტრუმენტული ან საორკესტრო კონცერტი და ა.შ. - არანაკლებ 15 წუთისა) ნაწარმოებების პარტიტურები (არანაკლებ 5 ნაწარმოებისა) და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები;

• არსებობის შემთხვევაში უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი. თუ აპლიკანტი აღნიშნული ენების მატარებელი ქვეყნის მოქალაქეა, იგი თავისუფლდება უცხო ენის გამოცდიდან.

 

პარასკევი
15.12
18:00
მცირე დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი
შაბათი
16.12
18:00
მცირე დარბაზი
თენგიზ ამირეჯიბის 90წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
შაბათი
16.12
19:00
დიდი დარბაზი
სავიოლინო მუსიკის საღამო - გიდონ კრემერი
კვირა
17.12
18:00
მცირე დარბაზი
მუსიკალური ალმანახი - პრეზენტაცია
ორშაბათი
18.12
19:00
დიდი დარბაზი
საორგანო მუსიკის საღამო - რუდოლფ ლუტცი
სამშაბათი
19.12
15:00
მცირე დარბაზი
საშობაო კონცერტი - სიმღერისა და გალობის ბიჭუნათა გუნდი
სამშაბათი
19.12
17:30
მცირე დარბაზი
კამერული სიმღერის და ვოკალური ანსამბლის კონცერტი
სამშაბათი
19.12
19:00
დიდი დარბაზი
საფორტეპიანო მუსიკის საღამო ბორის ბერეზოვსკი