თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორის სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტი  წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ფაკულტეტების მიხედვით ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების გზით არჩეულ სტუდენტთა ერთობლიობას.

სტუდენტური თვითმმართველობა შედგება პარლამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი აპარატისგან.

აპარატი წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 8 პარლამენტის წევრისაგან. თვითმმართველობის საქმიანობას ხელმძღვანელობს  აპარატის პრეზიდენტი.

ძირითადი მიზნები და ამოცანები

 -  სტუდენტური თვითმმართველობის ძირითადი მიზანია  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების გზით, სტუდენტების სწავლის და სწავლების დონის ამაღლებაზე ზრუნვა.
-  დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები კონსერვატორიის მართვის ორგანოებთან ურთიერთობაში;
-  ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლების, მათი კანონიერი       ინტერესების დაცვაში, განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზებაში;
-  დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში და  თვითრეალიზებაში, სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებაში და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში; კონსერვატორიის ადმინისტრაციას სასწავლო პროცესის დახვეწაში;
-   ხელი შეუწყოს კონსერვატორიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა.


სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტის წევრები:

ივერი კეკენაძე - აპარატის პრეზიდენტი
ლიკა ჯგერენაია - პარლამენტის თავმჯდომარე
ირინა დუმბაძე - პარლამენტის სხდომათა მდივანი
ელენე შავერზაშვილი
ლუკა ტაბატაძე
დავით ქორიძე
თათა გვაზავა
სალომე გოდერძიშვილი
ვახტანგ ზაალიშვილი
ელენე კვანტალიანი
გვანცა ქობალია
მარიამ მიქელთაძე
ელენე ვეფხვაძე
ეთერ ზანგურაშვილი
ნინი მაჭავარიანი
ბექა ფეიქრიშვილი
მარი ჭეიშვილი
ნინო ცაცანაშვილი
გიორგი როყვა
ნატალი მაისურაძე

კონტაქტი:

თვითმმართველობა,

ოთახი: 215

email: students-union@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10