სტუდენტთა/აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

  • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ყველა სტუდენტისათვის სავალდებულოა სემესტრული რეგისტრაციის გავლა (გამოცხადება შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში);
  • სტუდენტთა აკადემიური/ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოებს აკადემიურ კალენდარში მითითებულ ვადებში (სამდივნოში - №230).


აკადემიური (საგნობრივი) რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას; საგნობრივი რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია მიმართოს სამდივნოს. მათ შორის, ყველა პირველკურსელმა უნდა გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და აირჩიოს სპეციალობის პედაგოგები; საგნობრივი დავალიანების დროს აკადემიური რეგისტრაცია ასევე სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე;

ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია ვრცელდება თვითდაფინანსებაზე მყოფ სტუდენტზე; იგულისხმება სტუდენტის მიერ ბანკში სწავლის საფასურის გადახდა; მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების მეოთხედს. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ასლი სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამდივნოში. საგნობრივი დავალიანების დროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია ასევე სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე;


იხ. საბანკო რეკვიზიტები.

 


        საბაკალავრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 2250 ლ.
        სამაგისტრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3000 ლ.
        სადოქტორო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3200 ლ.


რეგისტრაციის ვადების დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი!