თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე „საშემსრულებლო  ხელოვნება“.  


 

სპეციალობები: კლავიშიანი საკრავები, ორგანი, საორკესტრო  სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო), საორკესტრო ჩასაბერი საკრავები (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა), სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა.

 

შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი:


1) 7 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით აბიტურიენტების რეგისტრაცია: დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge (თბილისის დროით 19:00 საათამდე);

2) 11 ივლისი - შემოქმედებითი ტურების განრიგის გამოცხადება;

კოვიდ-19 ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სპეციალობის გამოცდაზე შემოქმედებით ტურში მონაწილე აბიტურიენტთა რიგითობა განისაზღვრება ანბანური პრინციპით, სოლო აკადემიური სიმღერის სპეციალობის აბიტურიენტებისთვის კი კონსერტმაისტერტა ანბანური პრინციპით.

3) 13 ივლისიდან - რეპეტიციების ჩატარება;

4) 15 ივლისიდან  23 ივლისამდე - შემოქმედებითი ტურების ჩატარება;

 

აბიტურიენტებმა რეგისტრაციისას უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (იხ. საბუთების ნუსხა)

 

 



 

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ტელ: (+995 32) 2 98 70 27,
(+995 555) 59 07 75,
(+995 555) 41 20 71

email: registration@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10