თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე -  მუსიკა:

 პროგრამის ხანგრძლივობა და დაშვების წინაპირობა:

·     ხანგრძლივობა: 1 წელი (60 კრედიტი);
· მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა მუსიკაში.

სწავლის საფასური: 2150 ლარი

ადგილების რაოდენობა:
სახელმწიფო გრანტით დაფინანსებით - 7 ადგილი
თვითდაფინანსებით - 3 ადგილი

შენიშვნა: გრანტის განაწილება ხდება უსდ-ს მიერ განსაზღვრულ საგნობრივ გამოცდაში მიღებული შეფასების მიხედვით;

 

რეგისტრაციის და გამოცდის ჩატარების განრიგი:

  • 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით აპლიკანტთა რეგისტრაცია: დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge  (თბილისის დროით 18:00 საათამდე);

  • 01 ოქტომბერი, 16:00სთ გამოცდის ჩატარება.

გამოცდა ჩატარდება დისტანციურად (პლატფორმა google meet)

 

საყურადღებო ინფორმაცია !!!
იმ შემთხვევაში, თუ 2020-2021 სასწავლო წელს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალება სწავლება კონსერვატორიის აუდიტორიებში, იგი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში.
 სამოქმედო გეგმა:


1.      მმსპ-ის სასწავლო გეგმის პირველი სემესტრის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მოდულის ყველა დისციპლინა მიეკუთვნება იმ ჰუმანიტარულ სასწავლო კურსებს, რომელიც კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად ექვემდებარება დისტანციურ რეჟიმში სრულ წარმართვას. ესენია- ზოგადი და სამუსიკო პედაგოგიკა, სამუსიკო განათლების სისტემები, თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები, მუსიკის სწავლების სტანდარტი, ფსიქოლოგიის საფუძვლები და სასკოლო ასაკის ბავშვთა ფსიქოლოგია.
2.      მეორე სემესტრის დარგობრივი  პრაქტიკის მოდულის საგნების განხორციელებაც უშვებს დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებას. კერძოდ,ლექციები, პრაქტიკუმები, სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლებაგანხორციელდესon-line რეჟიმშიკომპიუტერული შემსწავლელი სისტემების, ტრენაჟიორების, დიდაქტიკური აუდიო/ვიდეო მასალების გამოყენებით.
3.      პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის ბლოკში შემავალი საგნებისთვის - „პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“ და „პრაქტიკა სამუსიკო სკოლაში“ შემუშავებულია სწავლების ახალი მეთოდური ფორმა. ამ ფორმის თანახმად სტუდენტები ჩაერთვებიან საგნის წამყვანი მოწვეული პედაგოგების დისტანციურად ჩატარებულ გაკვეთილებში როგორც პასიური მსმენელები. გარდა ამისა, დისტანციურად ჩაატარებენ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებულაქტიურ პრაქტიკასაც.



 

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ტელ: (+995 32) 2 98 70 27,

email: registration@tsc.edu.ge

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10