დადგენილება № 35/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის “სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში” სტუდენტის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით შესატანი ცვლილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 35/2021
თარიღი: 26 მარტი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 მარტის №12 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 12),
აკადემიური საბჭო ადგენს:
„4.3. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია:
ა) საგნის/საგნების განმეორებით გავლის შემთხვევაში ბოლო სემესტრის დაწყებამდე რეგისტრაციის პერიოდში;
ბ) საგნის/საგნების განმეორებით გავლის გარეშე ბოლო სემესტრის განმავლობაში არაუგვიანეს სესიის დაწყებამდე 2 კვირით ადრე; ამ შემთხვევაში სტუდენტი ვერ იქნება უზრუნველყოფილი პედაგოგით, ან/და კონცერტმაისტერით/ებით, თუმცა შეეძლება ისარგებლოს მატერიალურ-ტექნიკური რესურსით.“
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე