დადგენილება № 23/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობებზე “კლავიშიანი საკრავები“,“საორკესტრო სიმებიანი საკრავები“, “საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები“, „სოლო აკადემიური სიმღერა“ მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტურის-მუსიკის თეორია კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ
თარიღი: 12.03.2021
დადგენილება № 23/2021
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 მარტის № 10 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 10),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობებზე “კლავიშიანი საკრავები“,“საორკესტრო სიმებიანი საკრავები“, “საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები“, „სოლო აკადემიური სიმღერა“,“აკადემიური გუნდის დირიჟორობა“ მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტურის-მუსიკის თეორია კოეფიციენტები წარმოდგენილი დანართი № 1-ის სახით;
2. დადგენილება გადაეგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
ნანა შარიქაძე
აკადმიური საბჭოს თავმჯდომარე