დადგენილება № 02/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის “საშემსრულებლო ხელოვნება” დაზუსტებული სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №02/2022
თარიღი: 28 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა, 57–ე და 61-ე მუხლების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 32 -ე მუხლის მე-3 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 იანვრის № 02 სხდომაზე პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 02) ,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის “საშემსრულებლო ხელოვნება” დაზუსტებული სასწავლო გეგმები წარმოდგენილი დანართი №1-ის და დანართი №2-ის სახით;
2. დადგენილება დაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებათა და პროგრამების ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე