თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2023 წლის 4-5 მაისს ატარებს თბილისის მე-5 საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციას თემაზე
„ინტერდისციპლინური პერსპექტივები მუსიკოლოგიაში“.
თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. მისი მიზანია გამოკვეთოს თანამედროვე მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები. მე-5 საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შესაძლებელია წარმოაჩენდეს მუსიკოლოგიის სხვა სფეროებთან (აკუსტიკა, შემსრულებლობა, კულტურის კვლევები, კომპიუტერული მეცნიერება, განათლება, ეთნოლოგია, ისტორია, ლინგვისტიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია და სხვ.) ინტერაქციის საკითხებს, მუსიკასა და სხვა მეცნიერებებს, თეორიასა და პრაქტიკას შორის ურთიერთკავშირებს.
კონფერენციის სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული. შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება ელ. ჟურნალში „მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“.
კონფერენციაზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგი ტიპის მოხსენებები:
ინდივიდუალური მოხსენება – ხანგრძლივობა 30წთ. (20 წთ. პრეზენტაცია, 10 წთ. დისკუსია).
საპანელო მოხსენება – ხანგრძლივობა 20 წთ მოხსენებისთვის (გაერთიანებული იქნება 3- 4 მოხსენება, თითოეულს დაემატება 10 წთ. დისკუსიითვის)
ვადები:
1 მარტი, 2023 წ. – ონლაინ რეგისტრაცია ; თეზისების (ქართულ და ინგლისურ ენაზე, თითოეული – 200 სიტყვამდე) და მოკლე ბიოგრაფიის (100 სიტყვამდე) გამოგზავნის ბოლო ვადა. მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: science@tsc.edu.ge
15 მარტი, 2023 წ. – მონაწილის შეტყობინება კონფერენციაზე დაშვების/არ დაშვების შესახებ. გამოგზავნილი თეზისების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს კონფერენციის საერთაშორისო პროგრამული კომიტეტი.
4-5 მაისი, 2023 წ. – კონფერენცია კონფერეცნიის სამეცნიერო სესიები ჩატარდება შერეული ფორმატით (პირისპირ და დისტანციურად).
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
e-mail: science@tsc.edu.ge
ტელ.: +995 32 2 987 188
facebook: TSC Research Department
ბუკლეტი იხილეთ აქ.
პროგრამა იხილეთ აქ.