დადგენილება № 36 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე „მუსიკის ტექნოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება 36
თარიღი: 16 ივნისი 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 13 ივნისის № 06 სხდომის ოქმისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 16
ივნისის № 12 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 12),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე „მუსიკის ტექნოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „მუსიკის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:
∙ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
∙ კონსერვატორიის შემოქმედებითი ტური, რომელიც გულისხმობს ა) აპლიკანტის შემოქმედებითი პროექტის წერილობითი აღწერის (ქართულ ენაზე შესრულებული ელ. ფაილის/ფოლდერის სახით) და განვლილი შემოქმედებითი აქტივობების პორტფოლიოს წარდგენას (ელ.ფაილის / ფოლდერის სახით); ბ) ინგლისურენოვან გასაუბრებას პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე, რა დროსაც აპლიკანტი უზრუნველყოფს პროექტის პრეზენტაციას და კომისიის წევრების კითხვებზე პასუხს;
∙ ერთიანი სამაგისტრო გამოცდები“.
2. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობებიდან: ა) ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა და ბ) განვლილი შემოქმედებითი აქტივობების პორტფოლიოს წარდგენა გავრცელდეს 2024-2025 სასწავლო წლიდან, კერძოდ, იმ აპლიკანტებზე, რომლებიც ჩაირიცხებიან აკრედიტებულ „მუსიკის ტექნოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამაზე.
3. დამტკიცდეს თანდართული შეფასების კრიტერიუმები/ინდიკატორები ქართულ-და ინგლისურენოვანი ვერსიები (დანართი #1 და #2);
4. დადგენილება გადაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულების და პროგრამის ხელმძღვანელს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
5. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, № 64).
7. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
ნანა შარიქაძე, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე