დადგენილება N51/2023 წ.- “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დადგენილება N51/2023 წ.
თარიღი: 28 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე და 63-ე მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 და მე-15 პუნქტებისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის № 16 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 16),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილებები და დამატებები “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევის წესში“ (აკადემიური საბჭოს 2019 წლის 05 ივლისის #13 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება) თანდართული დანართი 1-ის შესაბამისად;
2. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის/რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები“ ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის სახით;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე