მუსიკალური ალმანახი
1
გამოცემა ეძღვნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლისთავს
პროექტის კოორდინატორი: ქეთევან ბაქრაძე
შემდგენელი: ზურაბ ნადარეიშვილი
რედაქტორი: ქეთევან ბოლაშვილი
ხმის რეჟისორი: პავლე კვაჭაძე
ISMN 979-0-802100-87-9
2017 წ.
კონსერვატორიის ახალი რეგულარული გამოცემის – სანოტო კრებულების სერიის პირველი გამოშვება ეთმობა საფორტეპიანო მუსიკას. მასში შესული ნაწარმოებები, მართალია, სხვადასხვა წლებშია შექმნილი, მაგრამ პირველად ქვეყნდება. კრებულში წარმოდგენილია კომპოზიციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა სტილით, გამომსახველი ხერხებით, მხატვრული შინაარსით განსხვავებული თხზულებები; როგორც ტექნიკურად და შინაარსობრივად რთული ნაწარმოებები, ისე მცირემასშტაბიანი პიესები, მათ შორის საბავშვოც. ნოტებს წინ უძღვის ვრცელი, შესავალი ტექსტი მუსიკოლოგიური ანოტაციებით ქართულ და ინგლისურ ენებზე (წინასიტყვაობის ავტორია ქ. ბოლაშვილი); თანდართული აქვს ჩანაწერების ორი კომპაქტდისკი (შემსრულებლები: ნინო ჟვანია, თამარ ჟვანია, გიორგი სირბილაშვილი). ამრიგად, გამოცემა აერთიანებს მუსიკალური ხელოვნების სამ სფეროს – საკომპოზიციოს, საშემსრულებლოსა და სამუსიკისმცოდნეოს. კონსერვატორიის მუსიკალური ალმანახი ასეთი სახის პირველი გამოცემაა საქართველოში. გამოცემის პრეზენტაცია – კონცერტი შედგა 2018 წლის 17 დეკემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში.