თსკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი შეიქმნა 1991 წელს. დაარსების დღიდან, იგი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში და ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციის გზით უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებსა და ინსტიტუტებთან კონტაქტების დამყარებას. კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება; სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა, რეგიონული პარტნიორობის გაძლიერება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების და კურიკულუმის განვითარება, ინტერაქციული სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა, სხვადასხვა თემატურ სამუშაო ჯგუფსა და გაერთიანებაში თსკ-ს აკადემიური პერსონალის ჩართვა და პოზიციონირება.
თსკ სტრატეგიული მიზნის მიღწევას ცდილობს ისეთ საერთაშორისო პროგრამებში ჩართვით, როგორებიცაა Erasmus+ (ICM, CBHE), რომლის ოჯახის წევრი თსკ გახდა 2015 წელს. თსკ-ს გააჩნია Erasmus-ის PIC ნომერი და აქტიურად იყენებს ერასმუსის პროგრამის მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რაც მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის და კვლევის მიმართულებებს (ყოველწლიურად 20-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობას იღებს მობილობის პროგრამაში). ამჟამად თსკ-ის პარტნიორია 20-ზე მეტი ევროპული უმაღლესი სასწავლებელი. ერასმუსის პროგრამის გარდა, თსკ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის, სკანდინავიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან. ეს თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კონცერტებს, სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობას, ტრენინგებს და სხვ. თსკ აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „Study in Estonia“, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი (პოლონეთი), გოეთეს ინსტიტუტი, დიუმას სახელობის საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და სხვ. თსკ 2005 წლიდან არის AEC-ის (ევროპის კონსერვატორიების და უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლების ასოციაცია) წევრი, ხოლო 2017 წლის 21-24 სექტემბერს უმასპინძლა AEC-ის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორების ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში.
თსკ სთვაზობს სწავლას უცხოელ სტუდენტებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის ყველა სპეციალობაზე; გარდა ამისა, თსკ ცდილობს დააინტერესოს უცხოელი სტუდენტები ისეთი ინდივიდუალური სასწავლო კურსებით, როგორიცაა მაგ. „ქართული ხალხური მუსიკის“ მოდული (60 კრედიტი). შემოქმედებით ნაწილში (მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტურები) უცხოელი და საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტების მისაღები მოთხოვნები იდენტურია. თსკ-ს სასწავლო კურსების უმრავლესობა არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის იკითხება ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
კონტაქტი:
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი,
ოთახი: 225
ტელ: (+995 32) 2 98 71 86
email: inter@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10